რა არის აკრილის რეთარდერი და როგორ გამოვიყენოთ? - LUMINO

რა არის აკრილის რეთარდერი და როგორ გამოვიყენოთ?

Jan 08, 2023Lasha Grdzelidze0 comments

აკრილის საღებავი საკმარისად სწრაფად შრება ზედაპირზე და ეს ყოველთვის არ არის მოსახერხებელი, ზოგჯერ საჭიროა პროცესის შენელება, ამისთვის კი მხატვრები გამოიყენებენ აკრილის საღებავის გაშრობის შემნელებელს, აკრილის რეთარდერს.

აკრილის რეთარდერი ანელებს საღებავის გაშრობის დროს. მისი გამოყენებით შეძლებთ ბევრად გაახანგრძლივოთ ხატვის პროცესი. შრობის შენელების დრო დამოკიდებულია გამოყენების პირობებზე.

შემნელებელი არის გამჭვირვალე, სქელი, უფერო გელის მსგავსი მასა. ის შეიცავს გლიკოლს, რომელიც უზრუნველყოფს საღებავის ტენიანობას და ხელს უშლის ზედაპირიდან აკრილის საღებავის სწრაფად აორთქლების პროცესს. ის პრაქტიკულად უსუნოა.

რეტარდერის ძირითადი თვისებები

• ანელებს აკრილის საღებავების გაშრობას;

• ზრდის აკრილის საღებავების გავრცელებას მთელ ზედაპირზე;

• საჭიროების შემთხვევაში იხსნება წყლით


რეთარდერის გამოყენების ძირითადი მიზანი მხატვრისთვის შემოქმედებითი პროცესის გახანგრძლივება და აკრილის საღებავების გამოყენებით უფრო კომფორტული და საინტერესო ხატვის პროცესის შექმნაა. არსებობს რამდენიმე ძირითადი მიზეზი, თუ რატომ იყენებენ აკრილის საღებავის რეთარდერს.

  • ის შეუცვლელია მაშინ თუ გსურთ აკრილის საღებავების გამოყენებით ხატვის პროცესი გაგრძელდეს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში
  • რეთარდერის დახმარებით შესაძლებელია საღებავებთან ფრთხილად მუშაობა, გლუვი გადასვლების მიღწევა
  • ხატვის პროცესში აკრილის საღებავებით ყველა საჭირო ნახევარტონების გადმოცემა
  • რეთარდერის გამოყენებით შეძლებთ ზედაპირზე ჩრდილების დახატვას ან რბილი დაჩრდილვის გაკეთებას.

 

გირჩევთ შეიძინოთ უმაღლესი ხარისხის Mont Marte-ს აკრილის რეთარდერი MM Acrylic Retarder 75ml, ასევე აუცილებლად წაიკითხეთ ჩვენს მიერ მომზადებული ბლოგი აკრილის საღებავების შესახებ, რათა უფრო კარგად გაიცნოთ აკრილის საღებავი და მისი თავისებურებები.

რეთარდერის დამატების შემდეგ აკრილის საღებავის შრობის დრო მერყეობს  ნახევარი საათიდან 5 საათამდე.  შერევისას საღებავი არ ცვლის მის ძირითად მახასიათებლებს, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ აუცილებელია გარკვეული პროპორციების დაცვა რეთარდერის საღებავთან შერევის დროს, რათა არ მოხდეს საღებავის ფერის ცვლილება.

შერევის პროცესში უნდა გვახსოვდეს, რომ რეთარდერის რაოდენობა გავლენას ახდენს მიღებული ნარევის კონსისტენციაზე და ქცევაზე სხვადასხვა გზით. ფოტოზე წარმოდგენილია რამდენიმე მაგალითი, თუ როგორ იცვლება აკრილის საღებავი მასში რეთარდერის დამატებით. ( საღებავის მთლიანი მოცულობის პროცენტული რეთარდერის რაოდენობის დამატებით)

More articles

აკრილის საღებავის გამოყენება - როგორ გამოვიყენოთ? - LUMINO
Jul 07, 2023
აკრილის საღებავის გამოყენება - როგორ გამოვიყენოთ?  აკრილის საღებავი უნივერსალურ საღებავად ითვლება, რადგან აკრილია საღებავის გამოყენება...