✉️🎨აკვარელი ძალიან განსხვავდება საღებავების სხვა ტიპებისგან, გამოირჩევა თავისი გამჭვირვალე ეფექტით, ფერთა და ტონალურ გადასვლათა სიმდოვრით ✨
📣ხარისხიანი ნახატის შესრულებისთვის მაღალი ხარისხის საღებავი საკმარისი არ არის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია ქაღალდის სწორად შერჩევა!
💭დღეს ვისაუბრებთ, იმაზე, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება აკვარელის ქაღალდის შერჩევის დროს
🔹ფერი - თბილი ტონალობის (მოყვითალო, სპილოსძვლისფერი) ქაღალდი უფრო შესაფერისია ცივ ფერებში საღებავებით სამუშაოდ, ხოლო თეთრი ფერის ქაღალდი უკეთ უსვამს ხაზს საღებავის თბილ ფერებს
🔹ტექსტურა - არსებობს 3 ტიპის ქაღალდი - მსხვილმარცვლოვანი (მსხვილი დეტალებისთვის, პეიზაჟებისთვის), წვრილმარცვლოვანი (დამწყები აკვარელისტებისთვის) და გლუვი (ილუსტრაციებისა და დეტალებთან სამუშაოდ)
🔹სიმკვრივე/სისქე - ქაღალდი არის სხვადასხვა სისქის, 150GSM-დან 800GSM-მდე. აღნიშნული ფაქტორი მნიშვნელოვანია და დამოკიდებულია თქვენს ტექნიკაზე. მისაღები აკვარელის ქაღალდის სისქე იწყება 180GSM-დან. პროფესიონალი მხატვრებისთვის შესანიშნავია 300GSM, რადგან ქაღალდის ზედაპირი სრული დასველების შემდეგაც ინარჩუნებს სწორ ზედაპირს.
🔹ნაერთი - აკვარელის ტექნისკისთვის საუკეთესო ქაღალდია 100% ბამბა, ის საშუალებას გვაძლევს დავხატოთ რამოდენიმე ფენაში. ყველაზე გავრცელებული აკვარელის ქაღალდი დამზადებულია 100% ცელულოზისგან. ეს ქაღალდი განკუთვნილია ესკიზებისა და ნახატებისტვის, შესანიშნავია დამწყები, მოყვარული მხატვრებისთვის და ასევე სავარჯიშოდ.
🤗🎨ეს არის ძირითადი ფაქტორები, იმედი გვაქვს, რომ გაგიმარტივეთ ქაღალდის შერჩევის პროცესი
აკვარელის ქაღალდის შესაძენად ეწვიეთ შესაბამის კატეგორიას აკვარელის ქაღალდები & პადები
Комментарии (1)
კარგი აკვარელი სად იყიდება?